ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული
21-06-2023, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს
კიბერუსაფრთხოების ფორუმზე ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს როლზე და უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე
ისაუბრა. „ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და
აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული.
სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ამის პირდაპირი დადასტურებაა,“ -
აღნიშნა მან. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერსარდლობის
ჩამოყალიბებასა და დაკომპლექტებაზე, ასევე, აქტიურ ფაზაშია კიბერუსაფრთხოების
ბიუროს ახალი შენობის პროექტირება, სადაც თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო
სივრცე მოეწყობა.

 


სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
თანამშრომლობის მნიშვნელობა. „უწყებრივი თანამშრომლობის პოზიტიური შედეგია SNGP-
ის კიბერთავდაცვის პაკეტის ეროვნულ დონეზე ატანა და თანამშრომლობის ამ
ფორმატისათვის უფრო მეტი ლეგიტიმაციის შეძენა. ჩვენ გვჯერა, რომ კიბერსივრცის
კომპლექსურობიდან გამომდინარე მჭიდრო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან,
ნატოსა და ევროკავშირთან არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი,“ -
განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ კიბერსწავლებებსა თუ
სხვადასხვა ღონისძიებებში.

 


კიბერუსაფრთხოების ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ორი
დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში
არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და
საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების
გაძლიერება. ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში
ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები
პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, ასევე დიპლომატიური მისიების
წარმომადგენლები.

კომენტარები: 1
#1   Janina
      
You really make it seem so easy with your presentation but I find this topic to be actually something which I think I would never understand.
It seems too complicated and extremely broad for me.
I am looking forward for your next post, I'll try to
get the hang of it!

Here is my blog post; เกร็ดความรู้
23 ივნისი 2023 09:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი