იტალიური გამოცემა Wine News: ღვინო და ქვევრი - ქართული კულტურის 8000-წლოვანი სიმბოლო
22-06-2023, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.


„ქვევრს უზარმაზარი სიმბოლური ღირებულებას აქვს: მიწაში მოთავსებულ ამ ჭურჭელში ღვინო მზადდება, ამ გზით ღვინო მიწას ერწყმის, აქ ხდება ღვინის ხელახალი დაბადება, ისევე როგორც დიონისედან დაწყებული მრავალი ღვთაება. ღვინო მჭიდროდ დაკავშირებულია მზესთან, ღვთაებრივ სიმბოლოსთან და მის ენერგიასთან. ქართულ სახლებში სარდაფებს, სადაც ღვინოს ათასწლეულებია ამზადებენ, "მარანი" ჰქვია. "მარ" ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავისთავად მზის ენერგიაა.

 

ქვევრი კი ქალური ენერგიისა და დედამიწის სიმბოლოა“,- წერს სტატიის ავტორი პიერ მიშელ კაპული. ჟურნალისტი გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.


Wine News იტალიაში ღვინის რეგიონების, კულინარიისა და ტურიზმის შესახებ წერს. გამოცემას ყოველდღიურად ვებგვერდზე 40 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

 

პიერმიშელ კაპული 3 იტალიელ ჟურნალისტთან ერთად საქართველოშიმერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართული პრესტურით იმყოფებოდა.

 

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.

 

მერანოს ღვინის ფესტივალი, როგორც პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი