კოჯორში „ჯარის ბანაკის“ გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა
22-06-2023, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“
გახსნისთვის ემზადება. მოსწავლეების დასახვედრად და ერთკვირიანი დაუვიწყარი
დღეების გასატარებლად ბანაკში შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური
აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასასრულს
უახლოვდება. დღეს საზაფხულო „ჯარის ბანაკში“ მიმდინარე სამუშაოები თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოინახულა. ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია
საველე კლასებიც.

 


საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების იმ სკოლების მოსწავლეებს
უმასპინძლებს, რომლებშიც 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ისწავლებოდა საგანი
„თავდაცვა და უსაფრთხოება“, ასევე მთის სტატუსის მქონე 18 საჯარო სკოლის
მოსწავლეები, რომლებშიც 2022-2023 სასწავლო წელს საგანი "სამხედრო საქმე"
ისწავლებოდა. ბანაკში ყოფნის პერიოდში ბავშვები ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში,
ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და
დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს,
ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის
ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.

 


საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას
თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად
ახორციელებს. მის აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა
უზრუნველყოფს. ჯარის ბანაკის მიზანს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების
ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ
ახალგაზრდა თაობის ინფორმირება წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი