სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“ გრძელდება
22-06-2023, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გრძელდება თავდაცვის
ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსი - „მე,
საქართველოს მომავალი“, რომელიც ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წევრებისთვის ხორციელდება.

 

კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი
ღიბრაძემ. მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს,
რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე,
საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში
შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.

 


სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული
უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას
მიიღებენ. მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი
შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა
და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი