კახა ბექაური: 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
22-06-2023, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტს კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, კომისია უკვე 5 წელია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისთვის, აქტიურად მუშაობს.

 


კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ComCom-ის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, EPRA-ს საბჭოს წევრებმა ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებში პირველად აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე, მედიააკადემიაში სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში, ასევე, ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი, რომელზეც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, კომუნიკაციების კომისიის მიერ, ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი "მედიის გასაღებია". "ეს არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფილმების პოზიტიურ შინაარსზე და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. 2022 წელს, "მედიის გასაღების" პროექტის ფარგლებში, 100 მედიაპროდუქტის, მათ შორის, 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ განთავსდა ინფორმაცია" - აღნიშნა თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ფილმები სპეციალური ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თან ახლავს ინდივიდუალური აღწერა, კითხვები დისკუსიისთვის და ინფორმაცია, თუ რა დადებით შინაარსზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმისთვის, რომ მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ. " "მედიის გასაღების" ვებ-გვერდს, 2022 წლის განმავლობაში 40000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა" - განაცხადა კახა ბექაურმა.

 


თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი მხარე ჩაერთოს და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - www.mediatsigniereba.ge, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა თუ უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. "ონლაინ პლატფორმა, მომხმარებლებს, მათ შორის, მოზარდებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს" - განაცხადა კახა ბექაურმა და აღნიშნა, რომ პლატფორმას, 2022 წელს 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

 


კახა ბექაურმა პარლამენტში მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. "პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის" - აღნიშნა მან და განმარტა, რომ პროექტი მე-10 კლასელებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს.

 


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს, ჩამოთვლილი მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში, სულ 900 პედაგოგი, 500 სტუდენტი და 5722 სკოლის მოსწავლე გადამზადდა, რომელთაც მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები განუვითარდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი