კახა ბექაური: მაყურებლისთვის შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის გამიჯვნა
22-06-2023, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კახა ბექაურმა პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას "მაუწყებლობის შესახებ" კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

 


"2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო, კომისიამ "TV პირველი", "ტელეიმედი", "აგრომედია" და "სეზონი TV" წერილობით გააფრთხილა. ხოლო, პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის, ტელეკომპანია "ფორმულამ" და "TV პირველმა" გაფრთხილება მიიღეს, "მთავარ არხს" კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან, ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი" - განაცხადა თავმჯდომარემ.

 


საუბრისას, კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან, წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. თავმჯდომარის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა, სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.

 

 

"გამომდინარე იქედან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია, შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული და არ ხდებოდეს მაუწყებლების მიერ მათი შეცდომაში შეყვანა."- აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი