სალომე ზურაბიშვილი: "გასაგებია, რომ ამგვარ კონფერენციებზე ყველა ყველას ხვდება, ყველა ყველას ესალმება და ყველა ყველასთან სურათს იღებს... მაგრამ მერე რა?"
30-11-2015, 23:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილის მცირე ხნით შეხვედრის ამსახველ ფოტოებს  Facebook-ზე აზიარებს და კითხულობს, თუ რა შედეგის მომტანია ამგვარი მისალმებები და ფოტოების გადაღება.


სალომე ზურაბიშვილს აინტერესებს, რა პოზიციით ჩავიდა საქართველოს პრემიერი და დანარჩენი დელეგაცია პარიზში, მსოფლიო კლიმატის ცვლილებისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე და თუ გააჩნია რაიმე ინიციატივა საქართველოს მთავრობას.


"გასაგებია, რომ ამგვარ კონფერენციებზე ყველა ყველას ხვდება, ყველა ყველას ესალმება და ყველა ყველასთან სურათს იღებს... ცუდი ამაში არაფერია და ამას კარგა ხანია მიჩვეულიც ვართ .. მიშას ეს დამხეცებული ჰქოქნდა და იცოდა სად უნდა მდგარიყო და როდის შესულიყო დარბაზში, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ყველა "photo opportunity" [ფოტოს გადაღების შესაძლებლობა] და ხელის ჩამორთმევის შანსი არ გაეცდინა.... მაგრამ მერე რა? და დღესაც, მერე რა?


ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, რა პოზიციით ჩავიდა საქართველოს პრემიერი და დანარჩენი დელეგაცია მსოფლიო კლიმატის ცვლილებისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე? ნეტავი საქართველოს თუ გააჩნია რამე თავისი ინიციატივა? ... მაგალითად ამ დილას იწყება მოლაპარაკებები მთის საკითხის ირგვლივ, შემდეგ განიხილავენ კლიმატის ცვლილებების შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის და მათი აცილების პერსპექტივებს.... მგონი ორივე საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს და მაინტერესებს, რა პოზიციებით წარვდგებით მსოფლიო დელეგატების წინაშე ; როგორი ხედვით, რა პრინიცპებით, რა წინადადებებით? თორემ ხელის ჩამორთმევა ხელის ჩამორთმევად დარჩება"... - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი