პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ნაკრების წევრები მიიღო
23-06-2023, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ასევე ნაკრების წევრები დუდა სანაძე და გიორგი შერმადინი მიიღო, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი მიიტანეს.

 

პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი საქართველოს “ტროფი ტურით” 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კალათბურთის ფედერაციისა და FIBA-ს ერთობლივი ორგანიზებით ესტუმრა.

 

“ტროფი ტური” კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს სტუმრობას, სხვადასხვა სახის შეხვედრების და აქტივობების გამართვას მოიცავს.

 

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ფილიპინებში და ინდონეზიაში გაიმართება.

კომენტარები: 2
#2   Dom
      
Kudos to 오피사이트 for maintaining transparency and authenticity in user reviews.
2 დეკემბერი 2023 16:01
#1   Dom
      
축구중계 is not just streaming, it’s a community of soccer lovers. So glad to be a part of it.
25 ნოემბერი 2023 23:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი