რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მათი მეთაურის, პრიგოჟინის მიერ „ჩათრეული არიან კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“
24-06-2023, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - მოვლენები რუსეთში სწრაფად ვითარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მათი მეთაურის, პრიგოჟინის მიერ „ჩათრეული არიან კრიმინალურ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“.

 


სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ წევრებმა „უკვე გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა“ და ახლა სურთ დახმარება ხელისუფლებისაგან, რომ „უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილას. უწყებას ამის რაიმე დამადასტურებელი სამხილი არ წარმოუდგენია.

 


ამავდროულად, ტელეარხმა „Rossiya 24“ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ თითქოს „ვაგნერის“ წევრები რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ ბრუნდებიან. პრიგოჟინს - რომელიც ამტკიცებს, რომ მის მეთაურობის ქვეშ 25 000 მებრძოლი ირიცხება - ჯერ არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე.

 

 

„ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხანში სატელევიზიო მიმართვას გააკეთებს.

 

 

ამასობაში კი ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბეკ იევკუროვს ხვდება. უცნობია თუ სად არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პრიგოჟინი იევკუროვთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მოადგილესთან, ვლადიმერ სტეფანოვიჩ ალექსეევთან ერთად ზის.

 

 

პრიგოჟინმა რუსეთის გენშტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრა მოითხოვა. ვიდეო კადრები სავარაუდოდ, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში სამხედრო შტაბ-ბინაშია გადაღებული.

 

 

მანამდე, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან დამაკავაშირებელ M4 ავტომაგისტრალზე გადაადგილებას, რადგან ამ მიმართულებით სამხედრო კოლონები მიემართებიან. უსაფრთოხების ზომებია გაზრდილი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კრემლის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკაა განლაგებული. 

 


„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის ოფიციოზი ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შედგენილია გეგმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

 


M4 ავტომაგისტრალი 1 500 კილომეტრზე მეტია და მოსკოვს ქალაქებთან - ვორონეჟთან, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე როსტოვთან და კრასნოდართან აკავშირებს.

 


სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები სამხედრო ტექნიკის თანხლებით, სავარაუდოდ, როსტოვის მიმართულებით გადაადგილდებიან, თუმცა აღნიშნულის აბსოლუტური სიზუსტით დადასტურება ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.

 

 

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ აუდიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა უკრაინიდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ როსტოვში იმყოფებიან, მზად არიან „მთელი გზით“ მოსკოვის სამხედროების წინააღმდეგ წავიდნენ და გაანადგურონ ყველა, ვინც მათ გადაეღობება. 

 

 

რუსეთის „ფე-ეს-ბემ“ (ФСБ) სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მფლობელის წინააღმდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოგდების შესახებ მის მუქარას უკავშირდება.

 


ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, უკრაინაში, სადაც „ვაგნერის“ ჯარისკაცები რუსეთის სასარგებლოდ უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, მათზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა. პროგოჟინმა თქვა, რომ თავისი ჯარები ახლა რუსეთში, შოიგუს დასასჯელად უნდა დაიძრან და დაჟინებით მოუწოდა არმიას, არ გაუწიონ წინააღმდეგობა. პროგოჟინმა გამოაცხადა: „ეს არის არა შეიარაღებული აჯანყება, არამედ სამართლიანობის მარში“.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პრიგოჟინის ბრალდება და ეროვნულმა ანტი-ტერორისტულმა კომიტეტმა, კონტრტერორიზმის სტრუქტურაში ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამხედრო გადატრიალების მოწოდებების გამო.

 


კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია არსებული მდგომარეობის შესახებ და „ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული“.

 

 
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 1
#1   Dexter
      
Hello.This article was really remarkable, especially since
I was browsing facebook for Sex
thoughts on this subject last Monday.
25 ივნისი 2023 22:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი