პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დასრულდა
24-06-2023, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“
წარმატებით დასრულდა. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის
ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო
შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ. სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის
ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან
შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით
გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან
დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების
ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ.

 

 

პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული
მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა.

 

 

თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების
ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი