მე-4 ქვეით ბრიგადაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?” გაიმართა
24-06-2023, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?”
გაიმართა. თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის
თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. თამაშს ინტელექტ-
კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. საინტერესო და დაძაბული თამაშის
შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის ტიტული
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების
დეპარტამენტს ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი, თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის გუნდმა და სპეციალური ოპერაციების ძალებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებული გუნდების თითოეულ წევრს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორებისგან
სამახსოვრო ბუ გადაეცათ, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ფასიანი
საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 


თავდაცვის უწყებაში „რა? სად? როდის?” სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური
მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს
ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების ამაღლება
წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი