რა ხდება ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამო“-ში და რას მალავს მისი გენერალური დირექტორი
27-06-2023, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ა.ა.ი.პ. ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” ხელმძღვანელობა საჯარო ინფორმაციას მალავს.

 


საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” მიერ კლუბის გენერალური დირექტორის, ზაქრო ვარაზაშვილის სახელზე გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ამ დრომდე პასუხგაუცემელია, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი.

 

 

“საქართველოს ფოსტის” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, ადრესატმა მიმდინარე წლის 15 ივნისს მიიღო.

 


საინფორმაციო სააგენტო ზაქრო ვარაზაშვილისგან ან/და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისგან ითხოვდა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” ფინანსური დანახარჯების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, ბოლო წლების განმავლობაში კლუბის ბალანსზე არსებული და გასხვისებული ქონების რეესტრს, გასხვისების ფორმას, საწყისი ლოტის ოდენობას, სარეალიზაციო ფასებს და ასე შემდეგ…

 


გარდა ამისა, ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილში მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ტენდერების, პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელებული ხარჯების, აგრეთვე კლუბის ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლების შესახებ.

 


საჯარო ინფორმაციის აღნიშნული მოთხოვნა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბ “დინამოს” მიერ იქნა აბსოლუტურად იგნორირებული, რის გამოც, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” იტოვებს უფლებას, მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოს სასამართლოს გზით და აღნიშნული ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად ის სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

 


ამასთან, საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” იტოვებს უფლებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ნაბისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს გააჩენს, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს.

 

 

“ნიუსპრესი”

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი