ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა
28-06-2023, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.

 

 

ახლახან, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. აღნიშნული პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა ინგლისური და უკრაინული ენებიდანაა შესაძლებელი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა.

 

 

რამდენიმე დღეა, რაც აღნიშნულ პლატფორმას დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის შესწავლის კიდევ უფრო რთულ დონეს გულისხმობს.

 

 

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას ეხება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ქართული ენით დაინტერესებულ ადამიანებს, ინგლისური და უკრაინული ენიდან სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიონ ქართული ენა. ამ პლატფორმას, ახლახანს დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის საფუძვლიან შესწავლას გულისხმობს. ვამაყობთ, რომ ქართული ენის სწავლას და განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება" - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

 

დეტალურად პროექტი იხ: https://bit.ly/43hb2VH 

 

 

ლიბერთის შესახებ

 

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი