დღეს ნინოწმინდის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წლის დასკვნითი საკონცერტო პროგრამა წარადგინა. საანგარიშო ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა მიერ მუსიკის აღქმა და წარმოდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მერიის სხვა წარმომადგენლები.
„მუსიკალური სკოლა იყო და რჩება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად მასწავლებლების წყალობით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეთა მუსიკალური განათლების მაქსიმალურად გაზრდისთვის, ხელოვნებისადმი მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებისთვის",- ხაზი გაუსვა საკრებულოს თავმჯდომარემ -ვაან აროიანმა, ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობის სიტყვაში.
ღონისძიებაზე სკოლის ყველა კათედრის მოსწავლეები წარდგნენ: ფორტეპიანო, დასარტყამი, ვოკალურ-გუნდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.