ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - სულდისა და დადეშის სასმელი წყლის სატუმბი სადგურის, შემკვრელი რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, პირველ მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 212 895 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ემ-სი გრუპი“ ახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება, შედეგად სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს, რითაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.