აბასთუმანში საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ეტაპზეა
29-06-2023, 16:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის პროექტები. დასკვნით ფაზაშია გადასული ავტოსადგომის მშენებლობა და აბასთუმნის განახლების პროექტი, რაც კურორტს ბუნებრივი პოტენციალის სრული წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს. გაჩნდება საინტერესო ახალი ელემენტები, რომლითაც აბასთუმანი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ თავისი ბუნებრივი პირობებით, არამედ იმ განვითარების გათვალისწინებით, რაც ამჟამად დაბაში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სახეზეა კერძო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისითაც. შენდება სხვადასხვა კონცეფციის და სხვადასხვა ტიპის ტურიზმზე გათვლილი მაღალი კლასის სასტუმროები, რომელიც კურორტს სხვა დატვირთვას შესძენს“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ.

 

 

აბასთუმნის ურბანული განახლების დასრულებული და მიმდინარე პროექტები და დაბაში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროები („რუმსი“, „ჰილტონი“ და „პარაგრაფი“) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მოინახულეს.

 


აბასთუმნის შესასვლელში, გრძელდება 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი, ავტოსადგომის მშენებლობა; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში კი, მიმდინარეობს, დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველო ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 

 

აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის 1.5 მეტრიან ტელესკოპს და 12 მეტრის რადიუსის გუმბათს ავსტრიული კომპანია უკვე ამზადებს.

 

 

უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

 


ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი