ირაკლი ღარიბაშვილი: მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა
30-06-2023, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ შეძლო და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს.

 

„მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები მედიას. დიდი პატივია ჩემთვის წარმოგიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მოგეხსენებათ კარგად, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსათვის ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა.


„მინდა უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მლრდ ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მლრდ ლარი. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ, 2020 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს - 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ, 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი