ირაკლი ღარიბაშვილი: განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას; ერთი ვარიანტი არის არსებული აეროპორტის გაფართოება; მეორე, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება
30-06-2023, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალი აეროპორტის აშენების მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამბიციაა საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბიც გახდეს და მოემსახუროს არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც.

 

 

„ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს. ერთი ვარიანტი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები. გვაქვს მეორე, ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს. მანამდე, რა თქმა უნდა, პროექტირებას დასჭირდება დრო და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

 

 

ჩვენი ამბიციაა და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი