ირაკლი ღარიბაშვილი: შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა
30-06-2023, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის.

 

 

„ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს ნიშნავს, რეალურად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ მიღწევას, ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად, შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა, მოგეხსენებათ კარგად, მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა, ევროკავშირის მხრიდან დაშვებული და ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის იზიარებს ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი, რაც მათ ვუთხარი, არის შემდეგი, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირის ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ და ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. 12 რეკომენდაციიდან, 11 შეიძლება ითქვას არის შესრულებული, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი გუნდის წევრებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 5
#5   Antony
      
Hello everyone, it's my first visit at this web page, and
post is truly fruitful in support of me, keep up posting these types of posts.


Also visit my web site мобилизация в Украине 2022
последние новости
24 სექტემბერი 2023 02:47
#4   Colette
      
It's remarkable in favor of me to have a web page, which is helpful
in support of my experience. thanks admin

Also visit my site ... idn poker 88
6 ივლისი 2023 17:40
#3   Earlene
      
Greetings! I know this is kinda off topic however , I'd figured I'd ask.
Would you be interested in exchanging links or maybe guest writing a blog article or vice-versa?
My blog goes over a lot of the same subjects as yours and
I think we could greatly benefit from each other.
If you are interested feel free to send me an email.

I look forward to hearing from you! Excellent blog by the way!


my web page ... hongkong hari ini
5 ივლისი 2023 07:02
#2   Buford
      
Do you mind if I quote a couple of your posts as long as I provide credit and sources back to
your webpage? My blog site is in the very same niche as yours and my visitors would genuinely benefit
from some of the information you provide here. Please let me know if
this ok with you. Many thanks!

Here is my blog ... basement finishing brighton
4 ივლისი 2023 13:11
#1   Nichol
      
Ahaa, its nice discussion on the topic of this piece of
writing here at this website, I have read all that, so now me
also commenting here.

Look into my site idnpoker
4 ივლისი 2023 01:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი