ირაკლი ღარიბაშვილი: წლის ბოლომდე, განათლების მინისტრს აქვს დაგეგმილი, რომ მოხდეს სრული აუდიტი ჩვენი სასწავლო პროგრამების, მათ შორის, სახელმძღვანელოების
30-06-2023, 15:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, აშენდა 174 ახალი საჯარო სკოლა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა - 1800, ხოლო სრულად - 250, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 


პრემიერის თქმით, შარშან დაიწყო მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას.

 


„ზოგადად განათლებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება სასწავლო პროგრამები, განათლების ხარისხი. ამ მიმართულებით ჩვენი ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ძალიან კარგი ინიციატივები აქვს დამუშავებული, ძალიან მალე წარმოგიდგენთ მის ახალ ხედვას, იგივე მასწავლებლებთან დამოკიდებულებაში მას ძალიან კარგი ხედვა აქვს, უფრო მეტად უნდა დაფასდნენ ჩვენი მასწავლებლები.

 


ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ შარშან დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია სამუშაოები, დაკონტრაქტებულია 400-მდე სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა და პირველ 100 ბაღზე მიმდინარეობს სამუშაოები.

 


მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, აშენდა 174 ახალი საჯარო სკოლა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა - 1800, ხოლო სრულად - 250.

 


ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გვექნება ყველა სკოლა პრაქტიკულად ერთი სტანდარტის მიხედვით რეაბილიტირებული, ძალიან ბევრი აშენებული ახალი სკოლები და გაიმართება მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.

 


ასევე ბაღებზეც, ბაღებში ძალიან დიდი პრობლემები არის. 1000 ბაღი შემთხვევით არ მითქვამს. რეგიონებში არის კრიტიკული მდგომარეობა. ამ თემებზეა სასაუბრო და ამ თემებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენს მთავრობაში.

 


რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით, სერიოზული წინსვლა გვაქვს და ახალ რეფორმასაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ. აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს ზოგადად და დავიწყოთ ჩვენ ავტორიზაციის პროცესი. ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი იქმნება ისე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. ამ დროს ჩვენ გვინდა, რომ სასწავლებელში ჩვენმა მოქალაქეებმა მიღონ შესაბამისი, შესაფერისი განათლება. ეს არის მიუღწეველი, თუ ჩვენ არ გავამკაცრეთ ამ მიმართულებით მონიტორიგნი და კონტროლი. ამაზე მინისტრს აქვს კარგი ხედვები და ძალიან მალე ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრესი.

 


პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლების მინისტრმა დაიწყო ეკონომიკის მინისტთან ერთად აქტიური მუშაობა. ბევრი რამ შესაცვლელია, მაგალითად ზოგიერთ პროფესიულ სასწავლებლებში ისეთი საგნები ისწავლება, რომელიც საერთოდ გაუგებარია რატომ უნდა ისწავლებოდეს, ოფისის მენეჯერის მაგალითად კურსები რატომ უნდა არსებობდეს, ან სხვა ბიზნესის მცირე ვადიანი კურსები. ამ ყველაფერს სჭირდება გადახალისება, გადააზრება.

 


რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად ზოგადად სასწავლო პროგრამების გადახედვაზე. აუცილებელია, შესაფერისი სასწავლო პროგრამები უნდა შეიქმნას და ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. თუ არ ვცდები, წლის ბოლომდე, მინისტრს აქვს დაგეგმილი, რომ მოხდეს სრული აუდიტი, ზოგადად ჩვენი სასწავლო პროგრამების, მათ შორის, სახელმძღვანელოების. უნდა ვიცოდეთ, სწორად ვაკონტროლოთ და სწორად შედგენილი სასწავლო პროგრამები უნდა მიეწოდოს ჩვენს ახალგაზრდა თაობას“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი