ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში
30-06-2023, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირდება.

 

 

„იცით კარგად, რომ ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს. განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე, საფრენი აპარატების დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები.

 

 

ასევე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ ,რომ ერთ- ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ეს არის თავდაცვის კოდექსი, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ძალიან მალე. ეს კოდექსი დაარეგულირებს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთ- ერთი მტკივნეული საკითხი იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად ჯარში გაწვევის საკითხი. აქაც, აი წარმოიდგინეთ რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი, ბატონი ზურა-გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. ათიათასზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. ერთის მხრივ წარმოიდგინეთ რამხელა, რა მდგომარეობაში არიან, რომ ჩვენ ხელისუფლება გამოვდივართ ვიძახით რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და უამრავ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ, მეორეს მხრივ, არ მინდა გავიმეორო, რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია, თქვენ გახსოვთ ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, ალბათ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზთან დადგნენ შარვალ ჩახდილები და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს რაღაც ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, რამხელა ბოდიში და სიბინძურესთან გვაქვს საქმე. აი ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მადლობა პარლამენტს კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს და ვეღარ შეძლებენ ვეღარც მკრეხელური ვითომ მღვდელმსახურების შემოღებას და აშ..“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი