ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ, ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?!
30-06-2023, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო.

 

 

„ახლა რაც შეეხება მათ ქმედებას და კიდევ გავაგრძელებ, ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მათ იციან ყველაზე უკეთესად, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ჩვენი ეროვნული ინტერესების. თუ რაიმე დარჩენიათ, აი ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მე ასე ვეძახი მათ, მართლაც გაუბედურებული, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი აღარ აქვთ, არცერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდი, თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენს ქვეყანას. თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ. ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?

 


აი ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის, დესტრუქციული ოპოზიციის. სათქმელი არაფერი აქვთ, უსუსური მცდელობა არის, რომ რაღაც მარტივი შეურაცხყოფებით, პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან, სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ.

 

 

ამიტომ, თუ ვინმემ რამე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა, რუსული ჯარი გასული იყო 2007 წელს... მომისმინონ ქალბატონებმა, ეს ტაქტიკა აქვთ თანაც, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას, ეს ძალიან მარტივი პროვოკაციებია, მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას. მე მინდა ხალხს ველაპარაკო და ჩვენს კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა.

 


ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში შეამოაბრუნეს რუსული ჯარი, აი ამათ, ამ ადამიანებმა. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ მინისტრი ორჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები, კი არა, მე ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა, პასუხი გაგვცენ ამ ადამიანებმა, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა.

 


რას ნიშნავს, ახალი ვთქვა? ე.ი. წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ამაზე დიდი უბედურება, ტრაგედია რა შეიძლება იყოს რომ ოპოზიციონერი კი არა, პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები, გვეუბნებიან, რომ ეს თემა დავამთავროთ თურმე.

 


მე მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა.

 


ამ მიმართულებით, ჩვენ გონივრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მიუხედავად აი ამათი ძალიან ბევრი მცდელობისა, დესტრუქციულობისა, საბოტაჟისა, გახსოვთ როგორ იქცეოდნენ შარშან როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინ ზღვარზე იყო, რომ ეს ომი გავრცელებულიყო რეგიონშიც, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, აი ამ დესტრუქციული პარტიის, ომის პარტიის, იყო სწორედ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სხვა რა მიზანს ემსახურებოდა აი ის პროვოკაციები, რომლებიც მათ დაგეგმეს და ვერ განახორციელეს, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს”, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი