ირაკლი ღარიბაშვილი: კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში
30-06-2023, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ეწევიან ყველაფერს, საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

 

 

„ამის კონკრეტული ფაქტები მინდა მოგიყვანოთ. შარშან, როდესაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებისთვის მიეცა სტატუსი, ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შეგახსენებთ, რომ მიღებულ იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, მტრული რეზოლუცია. ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი, ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც, ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედაპარტია ევროპის სახალხო პარტია. ჰკითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა, ან დემარში, რომ ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის, სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვისაც. მოგეხსენებათ, რომ 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ხშირად არ არსებობს კონსენსუსი, ევროპის გაფართოება არის საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი დებატები არსებობდა ბოლლო წლების განმავლობაში, დღესაც არ შეჩერებულა ეს დებატები. ასეთ ვითარებაში, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მათი საბოტაჟის დამადასტურებელია, საბოტაჟის, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთი ფაქტი. სხვა უამრავი ფაქტები არსებობს, რომლებზეც ჩვენი კოლეგები ვსაუბრობთ. ეს არის გამაოგნებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავე, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი