ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოებამ მოისმინა სანქციების კოორდინატორების შეფასებები, მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს
30-06-2023, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საზოგადოებამ მოისმინა სანქციების კოორდინატორების მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს რისკებს, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს სანქციის გვერდის ავლაში დაეხმარა.

 

„შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე და ყველა დეპუტატის კითხვას უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ვუპასუხო. პირველი კითხვა შეეხებოდა ბატონი ბექა ოდიშარიას კითხვას, საუბარი იყო სანქციების განხორციელების საკითხში რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ ვიზიტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი სანქციების საკითხებში კოორდინატორი, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ მანამდე გვქონდა დისტანციურ რეჟიმში საკმაოდ პროდუქტიული, ნაყოფიერი თანამშრომლობა, მათ ოფისებთან. ჩვენ ომის დაწყების დღიდან დღემდე ასეთ რეჟიმში ვიყავით. ჩვენ სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე,წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს აი ამ რისკებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა. არც ერთი ფაქტი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მან აღნიშნა, რომ ჩვენს პარტნიორებს გაუზიარეს ინფორმაცია, რომ 1300- მდე შემთხვევა არის იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია.

 

 

„ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე,წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს აი ამ რისკებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა. არც ერთი ფაქტი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი