ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აქ პოზიცია არის შემდეგი, რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება
30-06-2023, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თუ გამოძიების ფარგლებში დამტკიცდება, რომ ამა თუ იმ პირს ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რა თქმა უნდა , ის დაუკანონდება და არავინ არაფერს არ გაუჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


პრემიერის თქმით, თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,აქ პოზიცია არის შემდეგი რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება.

 

 

"გუდაურშიც იყო, სხვაგანაც იყო ეს პრობლემები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, მოვიკითხე აღნიშნული საკითხი, თუ კონკრეტულ გვარს და სახელს შემდეგ ჩამაწერინებთ, კონკრეტულად გავეცნობი, ათასობით საქმეა, ვიცი, პრკურატურას შემდეგი პოზიცია ჰქონდა ამ ათასობით საქმესთან დაკავშირებით რომ თუ გამოძიების ფარგლებში დამტკიცდება, რომ ამა თუ იმ პირს ეკუთვნოდა ის მიწის ნაკვეთი, რა თქმა უნდა, ის დაუკანონდება და არავინ არაფერს არ გაუჩერებს, მაგრამ თუ გამოიკვეთა და დადასტურდა გამოძიებით, რომ მითვისებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აქ პოზიცია არის შემდეგი რომ ვინც ნებაყოფლობით დააბრუნებს ამ მიწის ნაკვეთებს, მოხდება განრიდება. მე არ მინდა ზედმეტი ვთქვა, ეს პროკურატურის პრეროგატივაა,მაგრამ მე მგონი ასეთი პოლიტიკა აქვს შემუშავებული პროკურატურას, თუ კონკრეტულ გვარსა და სახელზეა საუბარი შეგიძლიათ დამიტოვოთ და მე შუამდგომლობით მივმართავ პროკურატურას, რომ განიხილოს მათი საკითხი, მაგრამ მიდგომა ასეთი იქნება, აბსოლუტურად ჰუმანური და სამართლიანი. ჩვენ არავის არ დავჩაგრავთ, არავის არაფერს არ წავართმევთ, პირიქით თუ ვინმეს რამე ეკუთვნის დავუკანონებთ, თუ არ ეკუთვნის, ვთხოვთ, რომ დააბრუნოს, რომ შემდეგ მოხდეს მშვიდობიანად მორიგება", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი