ირაკლი ღარიბაშვილი: 2015 წლის ბოლოს, სწორედ ჩემი ორგანიზებით, კოორდინაციით, აფხაზეთიდანაც, სოხუმის და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი, ყველა პატიმარი იქნა გამოშვებული
30-06-2023, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბატონო ალეკო, ბატონი თორნიკეც აქ არის და იცით, რომ იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს ბატონი თორნიკე გამოვიდა და განმარტა საკუთარი განცხადებაც და კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ აქ კითხვები აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პრემიერს მიმართა კითხვით, რატომ არ უთხრა მან თორნიკე რიჟვაძეს ერთი საჯარო შენიშვნა ომში მებრძოლების, ომში დაღუპულების შეურაცხყოფის გამო.

 

„მან განმარტა, თუ ვის გულისხმობდა, როგორ შეიძლება ადამიანმა და მითუმეტეს ჩვენი გუნდის წევრმა, ეს რომ გეთქვათ ნაცებზე გასაგებია, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ ამ კაცმა როგორ შეიძლება ეგ თქვას. ჩვენს გმირ სამხედროებზე და მათ ოჯახებზე. ეს ხომ წარმოუდგენელი მკრეხელობაა. არ უთქვამს კაცს არაფერი, როგორ შეიძლება ეს დააბრალო, შეიძლება ასეთი განცდა დარჩა ადამიანს, მაგრამ გამოვიდა კაცი, განმარტა და თქვა, რომ რა თქმა უნდა გულისხმობდა იმ მთავარ ლაჩარს, ვინც მთელმა მსოფლიომ იხილა. კაცმა თქვა, ქედს იხრის და ერთგვარი კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას ტყვია-წამლის პროექტზე.

 

„მეორე შეკითხვა ეხებოდა ტყვია-წამლის პროექტს, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა მინდა გითხრათ, საკმაოდ ძვირადღირებული, ჯერ არ ვართ მზად ამ პროექტზე ვისაუბროთ საჯაროდ. ჩვენ რამდენიმე პროექტი გვქონდა ერთ-ერთი არ გამოგვივიდა, მათ შორის მცდელობა იყო ბევრი, ახლა არსებობს 2 - 3 ვარიანტი, რომელზეც ვმუშაობთ, სამინისტრო მუშაობს შეიძლება სახელმწიფოსა და უცხოურ ინვესტორთან ერთად მოხდეს ამ ქარხნის აშენება საქართველოში. ბევრი რამ შეიცვალა პანდემიამდე და პანდემიის შემდეგაც, ომის გამო, რა თქმა უნდა, მითუმეტეს. ჯერ არ გაქვთ სათანადო პროგრესი, ამის თაობაზე მოგახსენებთ, როცა გვექნება.

 


მე ვიცი, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ეს, ოკუპაციას თან ახლავს, თანმდევია ეს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებს და მათ უკანონო პატიმრობას. თქვენ, თუ გაიხსენებთ და შეგიძლიათ ამის თაობაზე გადაამოწმოთ ინფორმაცია. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როცა მაშინ მგონი ამის თაობაზე საჯაროდაც ითქვა უკვე ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატის გამოყენებით, ჩვენი სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ჩართულობით, ძალიან ბევრი მოქალაქე გათავისუფლდა რუსეთის ციხეებში რომლებიც იხდიდნენ სასჯელს, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, ომის დროს დაპატიმრებულები - ეს ერთი ფაქტი, კონკრეტული შედეგი. ბევრი მაშინ არ გვისაუბრია და შეგნებულად, გარკვეულ საიდუმლოებს შეიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. მეორე ფაქტი რაც მინდა გაგახსენოთ, შეგიძლიათ ეს წამოწიოთ, მე სანამ გადავდგებოდი პრემიერ - მინისტრობის თანამდებობიდან 2015 წლის ბოლოს აქტიური კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა არხების გამოყენებით და სწორედ ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით აფხაზეთიდანაც სოხუმის და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი, ყველა პატიმარი იქნა გამოშვებული, ეს იყო ჩემი ჩართულობა, თუ გნებავთ ფაქტი. გახელაძეს შეგახსენებთ, კიდევ ერთი ფაქტი იყო და სხვა, ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. სუსი არის აქტიურად ჩართული, ჩვენი პოლიცია და ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ადამიანებს გადაწურული ქონდათ ბედი, ერთ-ერთი სპეცრაზმელი იყო 20-25 წელი ქონდა მისჯილი, სოხუმის ციხეში ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მას ყოფნა და ბევრი რაღაცეები გავაკეთეთ, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და კიდევ გავაკეთებთ მეტს, ამაზე მიდის მუშაობა და დამერწმუნეთ შედეგები იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი