ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს
30-06-2023, 20:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: Tbilisi and Batumi International Airports

 

ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო ჰაბად გარდასაქმნელად სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელი უნდა იყოს.

 

 

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელია.

 

 

„რაც შეეხება თქვენს კითხვას, აეროპორტი იქნება თუ არა ჩვენს საკუთრებაში - დიახ. ეს თავშივე ვთქვით, რომ აუცილებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება მანდ გარკვეული პროცენტები გავასხვისოთ, შემოვიყვანოთ დიდი ინვესტორები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ბერკეტები და არა ისე როგორც დღეს არის. მე რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს არსებული ინვესტორის, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მაგრამ საერთოდ უკეთესია, მითუმეტეს, ჩვენ გვინდა პოზიციონირება როგორც ჰაბის, გავხდეთ ცენტრი და ერთ-ერთი ცენტრალური პოზიცია დავიკავოთ ამ რეგიონში და გვინდა რომ ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად საავიაციო ჰაბად, ისე, როგორც გააკეთა თურქეთმა, მაგალითად და იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლი არის განმსაზღვრელი. ჩემი პასუხიც ეგ არის. ასე იქნება ანაკლიის პორტზეც. მანდ ჩვენ გვექნება ჩვენი ხელი და ასე ვთქვათ ჩვენი კონტროლი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი