საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი მოინახულეს.
გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა.
ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს. გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.