ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჯენინის ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა
03-07-2023, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის.

 


პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

 


ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ჯენინის რაიონში“. „ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილნი, სანამ ტერორისტები განაგრძობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვისზიანის მიყენებას, ჯენინის ბანაკის, როგორც თავშესაფრის გამოყენებით“, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა და დასძინეს, რომ ბანაკი „ტერორისტების სიმაგრე“ იყო.

 


ჯენინის ბატალიონმა, სამხედრო ქოლგამ, რომელიც შედიან შეიარაღებული მამაკაცები პალესტინის ჯგუფების - „ფათაჰის“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადიდან“, განაცხადა: „ჩვენ ვებრძვით საოკუპაციო ძალებს ბოლო ამოსუნთქვამდე და ტყვიამდე და ვმუშაობთ ერთად გაერთიანებულნი, ყველა ფრაქციიდან და სამხედრო ფორმირებიდან“.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE -ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი