2023 წლის ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო
03-07-2023, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

3 ივლისს, საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2023 წლის გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

 


პირველი გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.

 


მინისტრმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ აპლიკანტები სპეციალურად მათთვის შექმნილ მშვიდ და კომფორტულ აკადემიურ გარემოში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებენ.

 


თბილისის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე საგამოცდო პროცესს მინისტრთან ერთად, მისი მოადგილე გელა გელაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი სოფიო გორგოძეც გაეცნენ.

 


აღსანიშნავია, რომ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს – საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გახსნილია ამბროლაურშიც.

 


საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის – სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 


საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებენ.

 


შეგახსენებთ, რომ საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი