ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯარის ბანაკი“ ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას
03-07-2023, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან, სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

 

„მე მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდებს სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი, სახელმწოფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო, ვინაიდან თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი, თავიდანვე, პირველივე დღეებიდან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ უკვე რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლებში, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითიდღე იზრდება ინტერესი, მე ვიცი გადმოცემით ძალიან ბევრი მოსწავლისგან, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა. ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და ჯარის ბანაკის მნიშვნელობაც კიდევე ერთხელ მინდა აღვნიშნო. ჩვენ, სწორედ, როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ ჩვენს მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა გარდა იმისა, რომ თქვენ მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან ბევრ საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ, მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან, ამას გარდა, მნიშვნელოვანია გავზარდოთ ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო ამისთვის. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის ჯარის ბანაკში. მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა უნდა მოვიყვანოთ ჯარში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი