ირაკლი ღარიბაშვილი: შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს
03-07-2023, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს, მიიღებს, ახალი კოდექსით დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში.

 

„ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეში დაამტკიცებს, მიიღებს. ჩვენ დავარეგულირეთ მათ შორის წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება, ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. მინიმუმ 6 თვიანი პროგრამები იქნება, ასევე იქნება 8 თვიანი, 10 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის მოვიფიქრეთ ახალი გამოსავალი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ სტუდენტი, რომელიც ჩაერთვება ამ ახალ პროგრამაში და წელიწადში 1 თვეს დაჰყოფს, გაატარებს დროს, მიიღებს მონაწილეობას ჯარში, 4 წლის თავზე, 4 თვის დასრულების შემდეგ მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, ბატონ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება ყოველ საღამოს. მეც თუ დამპატიჟებთ სიამოვნებით ჩავერთვები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დისკუსია გაიმართოს, ნებისმიერ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ გეკუთვნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალია თქვენს ხელში, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად თქვენს სწორ განვითარებაში, სწორ აღზრდაში და რაც მთავარია, თქვენი მიზნების მიღწევაში,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი