მიხეილ სააკაშვილი: შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია
03-07-2023, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სამედიცინო ცენტრ „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

 


„მე მინდა ვუთხრა ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვინდა ერთიანობა, გვინდა სიძლიერე, ჩვენ უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, ვინაიდან, შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება, ასხივებს სისუსტეს და შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ... საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე იხილება.

 

 

სააკაშვილის თქმით, მის მიმართ „ბრალდება თითიდან გამოწოვილია“ და მას არაფერი წაუღია საქართველოდან.

 


„2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს დამარცხდა კრიმინალი. პუტინისა და ოლიგარქის შურისძიებაა ეს. ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ. ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მაგრად დადექით და დამთავრდება გამარჯვებით, ამაში დარწმუნებული ვარ. არ შეგვეშინდეს. „ვარდების რევოლუციის“ დროს არ შემეშინდა, არც 2021 წელს. დავბრუნდი თქვენი ე.წ. სასამართლოს პირობებშიც კი. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, შევიკრათ. ევროპა, ევროპარლამენტარები ითხოვენ ჩემი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, ჩემი ოჯახის, უკრაინისა და ჩემ წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ. მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. ერთიანობით უკრაინაც აუცილებლად გაიმარჯვებს. არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციაში, 2008 წელს, როცა არ დავტოვე თბილისი და საქართველო. რას გადავარჩინე თბილისი. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ. მადლობა მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე. უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, დამფრთხალი ხელისუფლება სისუსტეს ასხივებს.

 

 

„ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში - ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი გზა, გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით, ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის დროა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აქეთ მხარეს. საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მომემართა. ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი