ირაკლი ღარიბაშვილი: „საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი
03-07-2023, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში.

 


„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო კიდევ ერთხელ „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობის შესახებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, და დღევანდელი ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობით აშენდა ებრაულ კომპანიასთან ერთად. მე მახსოვს მაშინ, ალბათ, ეს იქნებოდა 8 წლის წინ დაახლოებით, საფუძველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას და დღეს ეს ქარხანა აწვდის კომპანიებს თვითმფრინავის ნაწილებს, კერძოდ, მაგალითად, ბოინგ 787-ის მოდელის ნაწილებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობაში. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების.

 


გარდა ამ პროექტებისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის, მაგალითად, გარდაბნის თბოელექტროსადგური. ასევე, მინდა აღვნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი - სასტუმრო „რედისონ წინანდალი“, ასევე საირმის სპა-კურორტი, ბორჯომი, ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე, თუნდაც, ჯინოს ცენტრი რაბათში და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი, რომლებზეც ფონდი მუშაობდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 1.8 მლრდ დოლარია.

 


„მოგეხსენებათ, ფონდი აფინანსებს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ბიზნესებს კაპიტალის მიწოდების გზით და ამ მხარდაჭერის შედეგი არის სწორედ ჩემ მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო პროექტი სხვადასხვა დარგში, იქნება ეს ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვ. დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება წარმოადგენს 1.8 მლრდ დოლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალოდ ფონდის თანამონაწილეობა არის 250 მლნ დოლარზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული 1 დოლარით ფონდმა დაახლოებით 7 დოლარი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

 


ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასეულობით მილიონი ლარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განხორციელებული პროექტებით 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დასაქმებული, მათ შორის, ამ პროექტშიც.

 


მინდა განსაკუთრებით გამოვყო „სტარტაპ საქართველოს“ საქმიანობა, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიის ცალკე სტრუქტურაა. მინდა აღვნიშნო მათი ჩართულობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

 


კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან ჩატარდა სტრუქტურული რეფორმა ფონდში. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ, მთავრობა აღარ იქნება წარმოდგენილი, მინისტრები და არც მე აღარ ვიქნებით წარმოდგენილი ფონდის მართვაში, არამედ მინდა, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს კორპორაციული მართვა ფონდში და უფრო მეტი ფოკუსირება მოხდეს ზოგადად საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს არის ჩვენი ხედვა ფონდის შემდგომი განვითარების შესახებ. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით გაწეული საქმიანობისთვის და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს შემდგომ საქმიანობას. ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომლებმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 


ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის ATC-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ვიდანმა.

 


„საპატრნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ წარადგინა ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია - „საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“. დავით საგანელიძემ ღონისძიების სტუმრებს ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, შეაჯამა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.

 


ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ფონდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი