პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
03-07-2023, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მას 22-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 33 წინააღმდეგი იყო.

 

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურებს ეხება, დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.

 

მისი განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, პარლამენტისთვის ასარჩევად დადგენილი ორმესამედიანი უმრავლესობა უნდა შემცირდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობამდე.

 

პრეზიდენტის პროექტის თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში - 6 თვე.

 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით, 78 ხმით მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5-წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

 

კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდება და საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტს ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი