ისრაელის არმიამ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მსხვილი ოპერაცია წამოიწყო
04-07-2023, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, ისრაელის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის ინტენსიური სროლები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, მათ შორის დრონებით თავდასხმები წამოიწყეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 100 პალესტინელი.

 


ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის დასრულების კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს „საათების ან რამდენიმე დღის საკითხი“.

 


ჯენინი ციხესიმაგრე გახდა იმ ახალი თაობის პალესტინელი მებრძოლებისა, რომლებიც ღრმად იმედგაცრუებულნი არიან პალესტინის ხელისუფლების ასაკში შესული და დაბერების გზაზე მდგარი ხელმძღვანელობით და ისრაელის ოკუპაციის შეზღუდვებით.

 


ქალაქ ჯენინზე გასული წლის განმავლობაში ისრაელის სამხედრო რეიდები არაერთგზის განხორციელდა, რადგან ადგილობრივმა პალესტინელებმა ისრაელელებზე სასიკვდილო თავდასხმები განახორციელეს.

 


2002 წელს, მეორე პალესტინური ინტიფადის დროს, ისრაელის ძალებმა სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელეს ჯენინზე. სულ მცირე 52 პალესტინელი მებრძოლი და სამოქალაქო პირი და 23 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა 10 დღის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების დროს.

 


BBC-ის ინფორმაციით, ბოლო ოპერაციის დაწყებიდან 20 საათზე მეტი ხნის შემდეგ, ორშაბათ საღამოს, ასობით ისრაელელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ოპერირებდა ჯენინის შიგნით.

 


მთელი დღის განმავლობაში უპილოტო თვითმფრინავების გუგუნი, მუდმივი სროლებისა და აფეთქებების ყრუ ხმები ისმოდა მჭიდროდ დასახლებული ლტოლვილთა ბანაკიდან, სადაც დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობს და რომელიც ახლა ისრაელის დახურულ სამხედრო ზონად არის გამოცხადებული. ქალაქის ცენტრის თავზე ასევე, პროტესტის დროს დამწვარი საბურავების მკვეთრი კვამლი ჩანდა.

 

 

როგორც BBC იუწყება, ისრაელის სამხედროებმა გათიშეს სატელეფონო კომუნიკაციები და ელექტროენერგიის მიწოდება ბანაკში, რის გამოც ძნელია ზუსტი სურათის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება. ასევე, პალესტინელი ექიმები რის ვაივაგლახით ცდილობენ ბანაკში მყოფ ათობით დაშავებულთან მიღწევას.

 


ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე მოქმედებდნენ და არ ცდილობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებას, მაგრამ ბევრი მათგანი ჯვარედინ ცეცხლში მოხვდა.

 


BBC-ის ცნობით, ორშაბათს, ღამით, მებრძოლებმა 500-ამდე პალესტინელ ოჯახს ბანაკის დატოვების უფლება მისცეს. ზოგიერთმა ხელები ასწია ან იმპროვიზირებული თეთრი დროშები ააფრიალა დანებების ნიშნად.

 


2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, ისრაელის ძალებმა და ახალმოსახლეებმა 140-ზე მეტი პალესტინელი - როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები - მოკლეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ხოლო კიდევ 36 პალესტინელი ღაზას სექტორში იქნა მოკლული.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE -ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი