საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პროცესს გაეცნო
04-07-2023, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე
გაეცნო. ჰოსპიტლის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ მინისტრს სარეაბილიტაციო
სამუშაოებისა და სამედიცინო დაწესებულების თანამედროვე აპარატურით აღჭურვის
პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 


სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აღსანიშნავია ნატოსა და
ევროკავშირის დახმარება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში,
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიურ
სამედიცინო აპარატურას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო
სერვისების მიწოდების ხარისხს. ჰოსპიტალი აღიჭურვება ისეთი მნიშვნელოვანი
აპარატურით, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) 2 ერთეული სკანერი,
ართროსკოპი, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი 3T, ციფრული რენტგენი, პორტატული
რენტგენი. ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში კი, სამხედრო
ჰოსპიტლისთვის გათვალისწინებულია 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო
აღჭურვილობის შეძენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
აღნიშნული დახმარების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო პორტატული
რენტგენისა და ულტრასონოგრაფიის აპარატები. მიმდინარეობს ნეიროქირურგიული
მიკროსკოპის, პლაზმაფერეზისის, სიცოცხლის მონიტორის, ართროსკოპიის აპარატებისა და
საოპერაციო მაგიდის შესყიდვისა და შემოტანის პროცესი.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქირურგიისა და ნევროლოგიის
განყოფილებებში. გარემონტდება ინფექციური, თერაპიული, ინტენსიური მოვლისა და
ანესთეზიოლოგიის განყოფილებებიც. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის
ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიული
განყოფილების ახალი კორპუსისა და სასადილოს მშენებლობა. განახლდა სამხედრო
ჰოსპიტლის ავტოპარკიც. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჰოსპიტლის სამედიცინო
პერსონალს მოემსახურება.

 


სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და
ქუთაისის სამედიცინო ცენტრში სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის
მასშტაბური განახლება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მთლიანობაში, უახლესი
თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის
გათვალისწინებულია, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი