თბილისში სამშენებლო ამნისტიის მისაღებად განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება
04-07-2023, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული დასანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.

 


როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ნაგებობები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.

 


„სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი. ეს ვადა უკვე იწურება მიმდინარე თვის ბოლოს - 27 ივლისს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.დედაქალაქში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადასრულებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ამის მიზეზია მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა სამშენებლო კომპანიებს მეტი სარგებელიმიეღოთ.

 


ამ პროცესით საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგანჯერ ერთი, მათ ქონებას აქვს სტატუსი „მშენებარე ობიექტი“. ეს კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაბამისი კანონი ორი წლის წინ იქნა მიღებული.

 


„ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ ორი წლის წინ განხორციელდა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, ექსპლუატაციაში მიღება ისეთი შენობა-ნაგებობების, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ. ამასთანავე, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხიდანგამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტებსაკმაყოფილებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულია 400-მდე ობიექტი, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 700-ზე მეტი განცხადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი