„მოდი ვიმოძრაოთ“/ Let's Move კამპანია ახალქალაქში გრძელდება. მუნიციპალიტეტი კამპანიას სხვადასხვა სპორტული აქტივობით შეუერთდა და ა(ა)იპ ახალქალაქის სასპორტო გაერთიანებამ მოზარდი სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კამპანია სახელწოდებით ,,მოდი ვიმოძრაოთ" (Let’s Move) გაიმართა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ კამპანიისთვის გლობალური ხასიათის მიცემა, მოსწავლეებისათვის მეტი ჩართულობისკენ მოწოდება და წახალისება.
აღნიშნული კამპანიის მიზანია მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.