საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 30:17 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა" 18:10 მოიგეს. მეორე ტაიმში გუნდმა უპირატესობის გაზრდა მოახერხა და 13-ქულიანი სხვაობით, 30:17 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო.
,,ბორჯღალოსნებს" C ჯგუფში ცხრა ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.