რატი ბრეგაძე: როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში
04-07-2023, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების მხრიდან რეკომენდაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

 


„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც სხვა ბევრი პატიმარი, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 


როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

 


„იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, რითიც სახელმწიფოს აჩვენებენ საკუთარ დამოკუდებულებას, არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას, საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. საქმე გვაქვს სწორედ ამ „პოლიტიკურ ძალასთან“, სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება. ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი