ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინიდან თავდაცვის ძალების გაყვანა დაიწყო
05-07-2023, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკიდან სამხედროების გაყვანა დაიწყეს, იტყობინება თავდაცვის წყარო. ამით სრულდება მასშტაბური ორდღიანი ოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა 12 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი. ისრაელის სამხედროებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში, პალესტინელი მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს.

 


მებრძოლთა დაჯგუფება „ჰამასმა“ - რომელიც ღაზას მართავს - თქვა, რომ ისრაელში ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმა ჯენინის ოპერაციაზე საპასუხო ნაბიჯი იყო. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შვიდი ადამიანი დაშავდა ქალაქ თელ-ავივის ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე და თავდამსხმელი პალესტინელი მამაკაცი იყო დასავლეთ სანაპიროდან, რომელიც სამოქალაქო პირმა მოკლა.

 


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა: „ვინც ფიქრობს, რომ ასეთი თავდასხმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისგან შეგვაკავებს, ცდება“. მან ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის ძალები „ასრულებენ მისიას“ ჯენინში, მაგრამ დასძინა, რომ ეს არ იქნება „ერთჯერადი ქმედება“.

 

 

პალესტინის ლიდერებმა ისრაელი „შეჭრაში“ დაადანაშაულეს.

 


ისრაელის სამხედროებმა ოპერაცია ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში 3 ივლისს, დილით უპილოტო თვითმფრინავის დარტყმით დაიწყეს, რომლის სამიზნე ჯენინის ბრიგადების ერთობლივი სამეთაურო ცენტრი იყო - განყოფილება, რომელიც შედგება სხვადასხვა, მათ შორის „ჰამასის“ მებრძოლებისაგან.

 


უპილოტო თვითმფრინავებმა შემდგომი საჰაერო დარტყმები განახორციელეს, ასობით ისრაელელეი ჯარისკაცი კი ბანაკში შევიდა და შეიარაღებულ პალესტინელებთან ინტენსიურ ბრძოლებში ჩაერთო. სამხედროებმა განაცხადეს, რომ „კონტრტერორისტული ოპერაცია“ იარაღის ჩამორთმევასა და „ბანაკის უსაფრთხო თავშესაფრის აზროვნების დარღვევაზე“ იყო ფოკუსირებული.

 


ჯენინი იმ ახალი თაობის პალესტინელი მებრძოლების დასაყრდენი გახდა, რომლებიც ღრმად იმედგაცრუებულნი არიან დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებული პალესტინის ხელისუფლების ასაკში შესული ხელმძღვანელობით და ისრაელის ოკუპაციის შეზღუდვებით.

 


ქალაქ ჯენინზე გასული წლის განმავლობაში ისრაელის სამხედრო რეიდები არაერთგზის განხორციელდა, რადგან ადგილობრივმა პალესტინელებმა ისრაელელებზე სასიკვდილო თავდასხმები განახორციელეს.

 


პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ დაგმო უცხოური მთავრობების განცხადებები, რომლებმაც თქვეს, რომ ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.

 


„ისრაელი საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული, როგორც ჩვენი მიწისა და ხალხის ოკუპანტი ძალა“, - დაწერა მან „ტვიტერზე“. „[ის] უნდა დაგმობილი იყოს მისი ძალის გამოყენების, ბანაკის ინფრასტრუქტურის, ობიექტების და სახლების განადგურების, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის, დაპატიმრებისა და აყრის გამო. ეს პალესტინელი ხალხია, რომელსაც აქვს თავდაცვის უფლება. არ არსებობს ასეთი უფლება ოკუპანტი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა მოჰამედ შტაიემ.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE -ის მიერ

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი