შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ
ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და
აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა. ჰაერსაწინააღმდეგო და
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის
ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა.
საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც.
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ
იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.