ახალქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე - 34 და 36 ნომრებში მდებარე კორპუსებში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ორ საცხოვრებელ კორპუსში 913 კვ.მ ფართობზე სახურავი მთლიანად შეიცვალა და 241 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტის ღირებულება 120 000 ლარია.
აღნიშნულ მისამართზე 36 ოჯახი ცხოვრობს.
ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.