ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ლექცია წაიკითხა
06-07-2023, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა
წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების,
მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო. თავდაცვის
სამინისტროს „არმიჰოლში“ ირენ ფელინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა
მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ
წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის
სისტემაში გენდერული პერსპექტივებისა და ქალთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული
სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა
და ჩართულობაზე გაამახვილა.

 


ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დამსწრეებს ქალების,
მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ
გაწეული სამუშაო გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში
გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა
მონაწილეობის შესახებ.

 

 

ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, თავდაცვისა
და უსაფრთხოების სექტორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის,
საჯარო სამსახურის ბიუროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი