ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი აქცია დაიწყო
06-07-2023, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი, საზაფხულო აქცია დაიწყო: აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთები შეეხება სხვა ბანკიდან პორტირებულ იპოთეკურ სესხებს.

 

2023 წლის 1-ელ თებერვლამდე გაცემული ვალდებულებების რეფინანსირებისას იპოთეკური ტიპის სესხებზე ნომინალური განაკვეთი 10,80%-დან განისაზღვრება, ეფექტური კი - 12,93%-დან.

 

„ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი ახალი საზაფხულო აქციის ფარგლებში, ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს სპეციალური პირობებით არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისას, რაც საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, შეამსუბუქებს ყოველთვიურ შენატანს ან მომხმარებლის სურვილისამებრ შესთავაზებს სესხის ახალ, სასურველ ხანგრძლივობას.” - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

 

პორტირებულ იპოთეკურ სესხებზე აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს, ან შეავსონ ლიბერთის ვებგვერდზე ონლაინ განაცხადი და დაელოდონ ექსპერტის ზარს: http://bit.ly/44bsZWD 

 

აქცია ძალაშია 31 ივლისის ჩათვლით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი