გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეების როტაცია დასრულდა
09-07-2023, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარე საზაფხულო
პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“
ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის
ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება.

 


აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის
სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო
მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის
სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო. სამხედრო ქვედანაყოფში
მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან
შეჯიბრის საშუალებაც მიეცათ. ხუთდღიანი პროგრამის დასასრულს, სერჟანტებმა ბავშვებს
სამახსოვროდ „ჯარის ბანაკის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცეს და მათთან ერთად იმხიარულეს.
„ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლებით,
სიახლეებით და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული იყო. სერჟანტ-ინსტრუქტორების
დახმარებით მოსწავლეებს საცეცხლე მომზადებაში, წინაღობათა ზოლის გადალახვაში,
ორიენტირებით სირბილსა და ნავიგაციაში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. ბავშვებმა პირველადი
სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის სავარჯიშოებშიც მიიღეს მონაწილეობა და
ქართველი სამხედროების ცხოვრების ამსახველი ნახატებიც შექმნეს.

 


„ჯარის ბანაკი“ - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის
ინიცირებით დაიწყო და მას თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს
ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი