საქართველოს ხელისუფლების „არგაღიზიანების“ სტრატეგიის გამო, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ხელისუფლების უმაღლესი პირები არ არიან მიწვეულები - იმ სამიტზე, სადაც უკრაინას მაპ-ის (MAP) გარეშე ნატო-ში გაწევრიანების უფლებას მისცემენ
11-07-2023, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, „შეცბუნებულ“ და დამფრთხალ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ დათმობის, ე.წ. არგაღიზიანების და უკრაინისაგან დისტანცირების პოლიტიკა კი არ უნდა ეწარმოებინა, არამედ დასავლეთისგან (ევროკავშირი, ნატო), უწინარესად კი აშშ-სგან, მოეთხოვა უსაფრთხოების მყარი გარანტიები იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთგულია დასავლეთში სრულფასოვანი ინტეგრირების სტრატეგიისა, რასაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელსაც 15 წელია ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და დიდი ალბათობით, უკრაინის შემდეგ (ან მასთან პარალელურად), საქართველო შეიძლება გახდეს ოკუპანტი რუსეთის აგრესიის ობიექტი, სწორედ ევროპული და ევრო - ატლანტიკური პოლიტიკური კურსის ერთგულების გამო!.. ამ შემთხვევაში, ანუ თუ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შარშან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა და ნატოს დღევანდელ სამიტზე, უკრაინასთან ერთად, ისრაელის მსგავს (სამოკავშირეო) მტკიცე გარანტიებსაც, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საკითხში!..

 


P.S. საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული „არგაღიზიანების“ სტრატეგიის გამოისობით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს, დღეს კი, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ხელისუფლების უმაღლესი პირები არ არიან მიწვეულები, იმ სამიტზე, სადაც უკრაინას მაპ-ის (MAP) გარეშე ნატო-ში გაწევრიანების უფლებას მისცემენ, ხოლო რუსეთთან ომის დამთავრებისთანავე - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება!.. სწორი სტრატეგიის პირობებში, ყოველგვარი ომის გარეშე, საქართველისთვისაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა იგივე წარმატების მიღწევა, რადგან 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს კომუნიკეში ჩაწერილია დაპირება, რომ მომავალში საქართველოს და უკრაინას ერთად, ანუ ერთდროულად მიიღებდნენ ალიანსში!.. დღეს, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ნეიტრალური შვედეთი, რომელიც 200 წლის განმავლობაში იცავდა ნეიტრალიტეტს, გახდება ნატო-ს წევრი, შარშან, ნეიტრალური ფინეთი მიიღეს ნატო-ში, რომელსაც 80 წელი ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა! ეს ყოველივე გამოიწვია რუსეთის არაპროგნოზირებადმა პოლიტიკამ, რუსეთის შეჭრამ და სისხლისმღვრელმა ომმა უკრაინაში, ანუ პუტინის რუსეთის აგრესიული ქმედების გამო, ტრადიციული ნეიტრალიტეტის მიმდევარმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ მათი უსაფრთხოების გარანტია ნეიტრალიტეტი ვეღარ და აღარ იქნებოდა! სისხლიანი დიქტატორი პუტინის „შორსმჭვრეტელი“ პოლიტიკის შედეგად, რომელიც უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდა, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორი ნეიტრალური სახელმწიფო გახდნენ ნატო-ს წევრები, კერძოდ, ფინეთს რუსეთთან 1 ათას 200 კილომეტრაინი საზღვარი აქვს, რომელიც უკვე ნატო-ს საზღვარი გახდა, ანუ ფინეთს და შვედეთსაც ნატო-ს ალიანსის მე-5 მუხლი იცავს, რაც მტკიცე გარანტიაა იმისა, რომ მათ თავს ვერავინ დაესხმება (რუსეთი!), რადგან უძლიერესი ნატო-ს სამხედრო ბლოკის 32-ვე წევრი სახელმწიფო უმალ ჩაერთვება ომში აგრესორის წინააღმდეგ!!!

 

 

P.P.S. ასე რომ, დღეს, ვინც კიდევ აგრძელებთ „ჭკუისკოლოფობას“ და საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის სტატუსს ერთადერთ გადასარჩენ საშუალებად და გამოსავლად მიიჩნევთ, იქნებ ფინეთის და შვედეთის მაგალითმა მაინც აგიხილოთ თვალი და დაგანახვოთ ამის აბსურდულობა! მერწმუნეთ, ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელსაც ნეიტრალიტეტის თემაზე მრავალი წელია ვაქვეყნებდი სტატიებს და არცთუ უშინაარსოს და უარგუმენტოს! დიახ, რუსეთის გაუგონარმა აგრესიამ და დაპირისპირებამ დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროსთან, სრულიად შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა მსოფლიოში და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების ნეიტრალიტეტის საკითხი გამოირიცხა, რადგან ეს პასუხობს რუსეთის მიზნებს, ამ ქვეყნებში მისი გავლენის შენარჩუნებას! მოკლედ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, ყველამ დაივიწყეთ საქართველოს „ნეიტრალიტეტის“ თემა, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთის „დაკვეთას“ არ ასრულებთ!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

 

კომენტარები: 5
#5   Nan
      
Fifteen of Iowa’s 19 licensed casinos now present self-exclusion programs.



Feel free to surf to my web blog - Betting
site Ranking
28 თებერვალი 2024 23:32
#4   Malorie
      
With the Oregon Lottery’s monopoly on commercial betting,
sports bettors have a single choice when wagering online.


Also visit my web blog Bet365
Korea
28 თებერვალი 2024 05:20
#3   Amie
      
The two went into the fight with MMA Best
Sports Betting Site
odds of -165 for Edwards, and a +140 for the underdog.
27 თებერვალი 2024 20:28
#2   Lou
      
Like most on the internet sportsbooks, ESPN BET supports early money outs for selected markets.


my page ... Christy
24 თებერვალი 2024 09:10
#1   Harlon
      
It's appropriate time to make some plans for the future and it is time
to be happy. I have read this put up and if I could I wish to
recommend you few attention-grabbing issues or tips. Perhaps you can write subsequent articles regarding this article.
I want to read more issues approximately it!


my blog ... Kristena
23 თებერვალი 2024 18:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი