გრიგოლ გიორგაძე: „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება“
11-07-2023, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ
შრომით სამსახურს დაექვემდებარება“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის
კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან განმარტა. მისი განცხადებით, გავრცელებული
ინფორმაცია, თითქოს, კანონპროექტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულია, არასწორია.

 

 

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა კონფესიის
წარმომადგენელი მღვდელმსახური ექვემდებარება გადავადებას, მათ შორის,
მართლმადიდებელი მღვდელმსახური. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებით, ყველა
მღვდელმსახური, მათ შორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახური დაექვემდებარება
ალტერნატიულ შრომით სამსახურს“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, თავდაცვის უწყებას კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები
ჰქონდა რელიგიურ კონფესიებთან, საკითხები მათთან შეჯერებულია, შესაბამისად,
პროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე
განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკორდატს აღიარებს და, „თავდაცვის
კოდექსის“ მიხედვით, მართლმადიდებელი მღვდელმსახური, სხვა კონფესიების მსგავსად,
ალტერნატიულ შრომით სამსამსახურს დაექვემდებარება.

 


„საქართველოს კონსტიტუციით არის მოცემული, კონკორდატის არსებობას არავინ უარყოფს,
აქ საუბარია ალტერნატიულ შრომით სამსახურში, სხვა კონფესიების მსგავსად,
მართლმადიდებელი მღვდელმსახური გაივლის თუ არა ალტერნატიულ შრომით სამსახურს.
ჩვენი პასუხი არის, „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, სწორედ, ასე მოხდება“, - განაცხადა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში
„თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი