გრიგოლ გიორგაძე: წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოების მედეგობა, ახალგაზრდების ნატოს სტანდარტებით თავდაცვის სამინისტროში გადამზადება - ეს არის რეფორმის არსი
11-07-2023, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პროექტზე მსჯელობისას, თავდაცვის მინისტრის
მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატების კითხვებსა და შენიშვნებს ამომწურავი
პასუხები გასცა და „თავდაცვის კოდექსის“ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით
განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტით
გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეროვნული სამხედრო სამსახურის
მოდელსა და გადავადების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გადავადების
მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის შესწავლა მეტი
გამჭვირვალობისა და ფართო ჩართულობის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს, სადაც
გარკვეულ შემთხვევებში საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და მიდგომა ხდება საჭირო:
„სპორტსმენი იქნება ეს თუ ხელოვანი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის
დაჯილდოებული, არის რაღაც, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფით გავლენას
მოახდენს, ამ შემთხვევაში გადავადების მექანიზმი უბრალოდ, საკითხის შესწავლა უფრო
მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. უწყებრივ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ
დამოუკიდებელი ექსპერტებიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყების წარმომადგენლები.
ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის
გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის
რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ
გამოცდილებას. სწორედ ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური
საკითხების შესწავლასაც გულისხმობს“.

 


გრიგოლ გიორგაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა „თავდაცვის კოდექსის“ მიზანი,
რომელიც როგორც წვევამდელთა, ასევე, პროფესიული სამხედრო სამსახურის
გაძლიერებაზე, ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციისა და სამსახურისთვის უკეთესი
პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელმა დეპუტატებისა
და საზოგადოების წინაშე რეფორმის ამოცანაზე საუბრისას, ერთ-ერთ პრიორიტეტად
ტოტალური თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, აქტიური რეზერვის გაძლიერება
დაასახელა: „ჩვენ ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს
მნიშვნელობა და ამ მიმართულებას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის
როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია“, -
განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი